logo

მომსახურების წესები და პირობები


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Skipass-ის აპში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საშვები სათხილამურო კურორტებისთვის.

მომსახურების წესები და პირობები ვრცელდება აპლიკაციის გამოყენებაზე და აპლიკაციის საშუალებით სათხილამურო კურორტებისთვის საშვის შეძენაზე. აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება.


საშვის შეძენა

თითოეული საშვის შესაძენად საჭიროა პირადი ინფორმაციის შევსება, მათშორის პირადი ნომრის. მოწოდებული ინფომრაციის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი. არასწორი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპოსპორტის ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მომხმარებელი არ დაიშვება საბაგიროზე. თითოეულ საშვს შეიძლება ჰქონდეს სათხილამურო კურორტის მიერ დადგენილი კონკრეტული პირობები, შეზღუდვები და ვადები.


პირობების ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს. განახლებული პირობები იმოქმედებს აპლიკაციაში გამოქვეყნებისთანავე.


კონფიდენციალურობა

რეგისტრაციის და/ან ბილეთის შეძენის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი პირადი ინფორმაცია არის დაცული და რეგულირდება „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ მიერ.


გადახიდს დროს მითითებული ყველა ინფორმაციის დამუშავება ხდება შესაბამისი ბანკის მიერ, სპეციალურად დაცულ სისტემაში და “SkiPass” -ს არ აქვს მასთან წვდომა.


საკონტაქტო ინფორმაცია

დაკავშირება მომსახურების პირობებისა ან აპის შესახებ შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: support@skipass.ge



მომხმარებელთა საყურადღებოდ!


საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ;


სხვისი ბარათით სარგებლობის ან ბარათზე ცრუ ინფორმაციის დატანის შემთხვევაში, ბარათი ექვემდებარება გაუქმებას;


ბარათი მრავალჯერადია, დამზადების დღიდან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ბალანსის შევსება;


აღნიშნული ფასები და პირობები ძალაშია ზამთრის სეზონის დასრულებამდე;


შეძენილი აბონემენტის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხორციელდება;


იმ შემთხვევაში, თუკი ონლაინ შეძენილი ბარათი არ ტარდება ტურნიკეტზე, მომხმარებელი შეძლებს სალაროში ბარათის ტექნიკური ხარვეზის გასწორებას მხოლოდ შემდეგი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე: 1) მულტიქარდი 23- (დატანილი ნიშნა კოდი აღნიშნული კოდი დატანილია ფიზიკური მულტიქარდი )წინა მხარეს ; 2) 12- (კონკრერული აბონემენტის გააქტიურების ნიშნა კოდი აღნიშნული კოდი ,მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს იმ ონლაინ გაყიდვის არხისგან რომლისგანაც )მოხდა აბონემენტის შესყიდვა .


„7 დღე სეზონზე”, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური „მულტიქარდი“ არის პერსონალური და დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში აბონემენტი დაექვემდებარება ჩამორთმევას ან დაბლოკვას;


პერსონალური აბონემენტის დაკარგვისას, მისი მესაკუთრე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში განაცხადოს აღნიშნულის შესახებ სალაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება აბონემენტის აღდგენა;


სტუდენტური აბონემენტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე. სტუნდენტური აბონემენტის შესაძენად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;


სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, აღნიშნული ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ აბონემენტის შეძენის მომენტისთვის ის არის შესაბამისი სასწავლებლის მოქმედი სტუდენტი. ასეთ შემთხვევაში სტუნდენტური აბონემენტის ყიდვა ხდება მხოლოდ სალაროში;


კურორტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზით (მათ შორის ამინდობის, შეზღუდული ხილვადობის, ტექნიკური გაუმართაობის, ელექტროენერგიის გათიშვის) წარმოქმნილი პრობლემის შემთხვევაში, გაცდენილი დღეების საფასური არ ანაზღაურდება;


„მულტიქარდი“ - არის მრავალჯერადი გამოყენების ბარათი, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტის ჩატვირთვა/შეძენა. „მულტიქარდი“-ს დაბრუნება შესაძლებელია სურვილისამებრ, კურორტებზე არსებულ სალაროებში. დაბრუნებისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურბელი საბუთის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში ბარათში გადახდილი თანხა (5 ლარი) უკან დაუბრუნდება მომხმარებელს. ბარათი არ უნდა იყოს დაზიანებული;


ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლის ჩათვლით. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვისთვის უფასოა;


მოზარდის ასაკი განისაზღვრება 13-18 წლის ჩათვლით. სეზონური მოზარდის კატეგორიის შესაძენად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/დაბადების მოწმობის წარდგენა;


აბონემენტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს რომ გაეცნო და ეთანხმება ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ წესებს.